ყველა პროექტი
დასრულებული

აჭარაბეთ გემბლინგ ჰოლი — ტექნიკური დეპარტამენტი და ინფრასტრუქტურის განახლება

პროექტის შესახებ

2019 წელს ჩვენმა თანამშრომლებმა აჭარაბეთ გემბლინგ ჰოლის ტექნიკური დეპარტამენტი ჩაიბარეს. პირველი ეტაპი ქსელური ინფრასტრუქტურის სრული განახლება იყო — შეიცვალა სერვერები და სვიჩები, თავიდან აეწყო სათამაშო აპარატების დაქსელვის სქემა, განახლდა WIFI ინფრასტრუქტურა და მოეწყო კომპიუტერების დომენური ქსელი.

აჭარაბეთის ორ ობიექტზე დავნერგეთ სლოვენური კომპანია Advansys-ის საოპერაციო პროგრამა Nexio და თანამშრომლები დავატრენინგეთ, რომ სისტემასთან მუშაობა ერთგვაროვანი და გამართული ყოფილიყო. ამავე პლატფორმაზე აეწყო შავი სიის პროგრამა, ლიდერბორდები და სამარკეტინგო კამპანიები — ინსტრუმენტები, რომლებსაც დარბაზი ყოველდღიურ ოპერირებაში იყენებს.

ცალკე მიმართულება ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა იყო: კამერების სისტემა სრულად შეიცვალა და თავიდან გაიმართა. ITConnect-ის თანამშრომლები ტექნიკურ დეპარტამენტს როგორც მენეჯმენტის, ისე ტექნიკოსების დონეზე უზრუნველყოფდნენ.

სამუშაოს მოცულობა

  • ქსელური ინფრასტრუქტურის განახლება
  • სერვერები და სვიჩები
  • აპარატების დაქსელვის სქემა
  • Nexio — Advansys-ის დანერგვა
  • შავი სიის პროგრამა
  • ლიდერბორდები და კამპანიები
  • დომენური ქსელი
  • WIFI ინფრასტრუქტურა
  • ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა
  • პერსონალის ტრენინგი
აჭარაბეთ გემბლინგ ჰოლის შენობის ფასადი და აბრა

მსგავსი პროექტი გაქვთ?

მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ — განვიხილავთ, რა მოცულობა და ვადა სჭირდება.

დაგვიკავშირდით