ყველა პროექტი
დასრულებული

კაზინო ავიატორი — გახსნა და ტექნიკური დეპარტამენტის მართვა

პროექტის შესახებ

ITConnect-ის გუნდი თბილისში კაზინო ავიატორის გახსნის პროექტში ჩაერთო და შემდეგ მისი ტექნიკური დეპარტამენტის მართვაზე იდგა. ჩვენ უზრუნველვყავით კაზინოს აპარატურის — შესყიდული სათამაშო აპარატების, სერვერებისა და ტექნიკის — მიღება, განთავსება, ინსტალაცია, კონფიგურაცია და ექსპლუატაციაში გაშვება.

დავნერგეთ სლოვენური კომპანია Advansys-ის საოპერაციო პლატფორმა Nexio — სისტემა, რომელზეც კაზინოს ჯეკპოტები, მონიტორინგი და ყოველდღიური ოპერირება დგას. ინსტალაცია უშუალოდ Advansys-თან თანამშრომლობით მიმდინარეობდა: გავიარეთ ტრენინგები, შემდეგ კი კაზინოს თანამშრომლებს პროცედურების მხარდაჭერას ვუწევდით, რომ სისტემასთან მუშაობა თანმიმდევრული და გამართული ყოფილიყო.

ჩვენვე ვმართავდით კაზინოს ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოწყობასა და ტექნიკურ გამართულობას — კომპანია ნეოტექთან ერთად დაინერგა Dallmeier-ისა და Hikvision-ის კამერები. ITConnect-ის თანამშრომლები კაზინოში ჩართული იყვნენ როგორც ტექნიკური დეპარტამენტის მენეჯმენტში, ისე უშუალოდ ტექნიკოსების რგოლში.

სამუშაოს მოცულობა

  • სათამაშო აპარატების მიღება და ინსტალაცია
  • სერვერული ტექნიკის განთავსება
  • Nexio — Advansys-ის დანერგვა
  • ჯეკპოტების სისტემა
  • მონიტორინგი
  • Dallmeier და Hikvision კამერები
  • ტექნიკური დეპარტამენტის მართვა
  • პერსონალის ტრენინგი და მხარდაჭერა
კაზინო ავიატორის ნეონის აბრა თბილისში, კაზინოს დარბაზში

მსგავსი პროექტი გაქვთ?

მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ — განვიხილავთ, რა მოცულობა და ვადა სჭირდება.

დაგვიკავშირდით