მთავარი გვერდი

IT მომსახურება და მხარდაჭერა თბილისში

ITConnect-ის ოფისი თბილისშია, ამიტომ თბილისის სასტუმროებს, ფილიალებიან კომპანიებს და ოფისებს ვემსახურებით: ქსელიდან და სერვერებიდან ვიდეოთვალთვალამდე და ყოველდღიურ IT მხარდაჭერამდე.

IT თბილისის ბიზნესებისთვის

ობიექტის გახსნისას ვამზადებთ ქსელს, სერვერებს და სუსტი დენების სისტემებს, გახსნის შემდეგ კი თქვენს IT გუნდად ვრჩებით: დისტანციური მხარდაჭერით და, როცა საჭიროა, ადგილზე გამოცხადებით. თბილისში ვმუშაობთ სასტუმროებთან, საგანმანათლებლო და სავაჭრო ობიექტებთან და სხვა ორგანიზაციებთან.

რომელი სერვისები გვაქვს თბილისში

სერვისების სრული აღწერა თითოეულ გვერდზეა:

ჩვენი პროექტები თბილისში

თბილისში რეალური ობიექტები, რომლებზეც ვმუშაობთ ან ვმუშაობდით:

Tbilisi Philharmonic by Mercure — სასტუმროს ფასადი
დასრულებული

Tbilisi Philharmonic by Mercure — გახსნა და level 2 მხარდაჭერა

ვრცლად
IBIS Tbilisi Airport — სასტუმროს ვიზუალიზაცია ვიზუალიზაცია
დასრულებული

IBIS Tbilisi Airport — pre-opening და ექსპლუატაციაში გაშვება

ვრცლად
რიყის პარკის მიმდებარედ მშენებარე სასტუმრო
მიმდინარე

თბილისი, რიყის პარკის მიმდებარედ — სასტუმროს გახსნა

ვრცლად
აბანოთუბანში მშენებარე სასტუმროს ვიზუალიზაცია ვიზუალიზაცია
მიმდინარე

თბილისი, აბანოთუბანი — საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო

ვრცლად
Bright Academy — ბრაით აკადემის ლოგო
დასრულებული

Bright Academy — ფილიალების გახსნა თბილისში

ვრცლად
2 ტონას ვარკეთილის ფილიალის ფასადი, ქსელური ინფრასტრუქტურის სქემით
დასრულებული

2 ტონა, ვარკეთილის ფილიალი — გახსნა და სრული IT მოწყობა

ვრცლად
მიმდინარე

Golden Tulip Design Tbilisi — სრული IT აუთსორსინგი 2024 წლის ოქტომბრიდან

ვრცლად
მიმდინარე

Metropol — IT პარტნიორობა, 2026 წლის შემოდგომიდან

ვრცლად
დასრულებული

ავტობანი — ორი ფილიალი ისანში

ვრცლად
კაზინო ავიატორის ნეონის აბრა თბილისში, კაზინოს დარბაზში
დასრულებული

კაზინო ავიატორი — გახსნა და ტექნიკური დეპარტამენტის მართვა

ვრცლად

ყველა პროექტი

როგორ მუშაობს მხარდაჭერა

დისტანციური მხარდაჭერა

ყოველდღიური საკითხების გადაჭრა შესაძლებელია დისტანციურად: მოთხოვნას Helpdesk პორტალში აფიქსირებთ და სტატუსს იქვე ადევნებთ თვალს.

ადგილზე გამოცხადება

როცა ტექნიკის დათვალიერება, მონტაჟი ან გამართვაა საჭირო, სპეციალისტი ობიექტზე მოდის. ჩვენი ოფისი თბილისშია.

მონიტორინგი

მოწყობილობებზე თვალყურს ვადევნებთ, რომ საკითხი მომხმარებლამდე გამოვლინდეს.

ხშირად დასმული კითხვები

მუშაობთ თუ არა თბილისში?

დიახ. ჩვენი ოფისი თბილისშია და აქ ბევრ ობიექტს ვემსახურებით: სასტუმროებს, ფილიალებს, ოფისებსა და სხვა ორგანიზაციებს. კონკრეტული პროექტები ამ გვერდზეა მოცემული.

რა დროში იგვარებს ხოლმე საკითხს დისტანციური მხარდაჭერა?

ვადა დამოკიდებულია საკითხის სირთულეზე და თქვენს მომსახურების პირობებზე, რომელსაც შეთავაზებისას თანხმდებით. ყოველი მოთხოვნა ფიქსირდება Helpdesk პორტალში და სტატუსს იქვე ხედავთ.

შეგიძლიათ თუ არა ახალი ობიექტის გახსნის მომზადება?

დიახ. თბილისში ობიექტების გახსნაში გვიმუშავია — ქსელის, სუსტი დენების, სერვერებისა და სხვა IT სისტემების მიმართულებით. მაგალითები ზემოთ პროექტების ბლოკშია.

სად მდებარეობს თქვენი ოფისი?

ილია ჭავჭავაძის გამზირი 37მ, Terminal Tower, თბილისი. ტელეფონი: +995 32 2 44 11 11, ელფოსტა: info@itconnect.ge.

როგორ დავიწყო თანამშრომლობა?

დაგვიკავშირდით ტელეფონით ან ელფოსტით. პირველ შეხვედრაზე გავეცნობით თქვენს ბიზნესსა და საჭიროებებს, შემდეგ კი მოგამზადებთ შეთავაზებას.

პირველი კონსულტაცია უფასოა

გჭირდებათ IT მხარდაჭერა თბილისში?

მოგვიყევით, რა გჭირდებათ: შევაფასებთ სიტუაციას და შემოგთავაზებთ შესაბამის გადაწყვეტას.