აღწერა
ITConnect ეძებს გაყიდვების მენეჯერს, რომელიც იქნება კომპანიის წარმომადგენელი და აქტიურად იმუშავებს ახალი კლიენტების მოზიდვაზე. პოზიცია მოიცავს როგორც ოფისში მუშაობას, ისე კლიენტებთან შეხვედრებზე და მოლაპარაკებებზე სიარულს. კანდიდატი შეიმუშავებს და დაამუშავებს კომერციულ შეთავაზებებს, პრეზენტაციებსა და საჭირო მასალებს.
მოვალეობები
- ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა
- კომერციული შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება
- კომპანიის IT სერვისების პრეზენტაცია პოტენციურ კლიენტებთან
- კომერციული შეთავაზებებისა და წინადადებების მომზადება
- ხელშეკრულებების მოლაპარაკება და გაფორმება
- არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის მართვა
- ბაზრის მონიტორინგი და კონკურენტული ანალიზი
- გაყიდვების ანგარიშგების მომზადება
- მარკეტინგულ კამპანიებში მონაწილეობა
- პრეზენტაციების, ბროშურებისა და კომერციული მასალების შემუშავება
მოთხოვნები
- გაყიდვებში 2+ წლიანი გამოცდილება (B2B სფერო — უპირატესობა)
- IT სერვისების ან ტექნოლოგიური პროდუქტების გაყიდვების გამოცდილება — უპირატესობა
- Microsoft Office-ის (Word, Excel, PowerPoint) კარგი ცოდნა
- პრეზენტაციების მომზადების უნარი
- ქართული ენა — მშობლიური
- ინგლისური ენა — საკომუნიკაციო დონეზე
პიროვნული უნარები
- კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების უნარი
- ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა
- პრეზენტაბელური გარეგნობა
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
რას გთავაზობთ
- თანამედროვე ოფისი აქსის თაუერში, ჭავჭავაძის გამზირზე
- კონკურენტუნარიანი ანაზღაურება + ბონუსი შედეგების მიხედვით
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
- IT სფეროში ცოდნის გაღრმავების შანსი
- მეგობრული და პროფესიონალური გარემო
დაინტერესდი?
გამოგვიგზავნე რეზიუმე და ჩვენ დაგიკავშირდებით
რეზიუმეს გაგზავნა
განაცხადის ბოლო ვადა: 1 მაისი, 2026
გისურვებთ წარმატებას!