პროექტის შესახებ
იმუნიზაციის ცენტრში მაშინ ჩავერთეთ, როცა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ყოველდღიური მუშაობა მყარ ინფრასტრუქტურას დაყრდნობოდა. განვაახლეთ ქსელური მოწყობილობები და მივაწოდეთ ახალი, სტაბილური აპარატურა; მოვაწყვეთ ფაილური საცავი და სარეზერვო ასლების სისტემა, დავნერგეთ დომენური მართვა და გავალიცენზირეთ კორპორაციული ფოსტა. ამის შემდეგ ცენტრის IT ჩვენს აუთსორსინგზეა — ინფრასტრუქტურა დოკუმენტირებულია, მონაცემები რეგულარულად ინახება და პასუხისმგებლობა ჩვენზეა. სამედიცინო მომსახურებაში სისტემების ხელმისაწვდომობა პირდაპირ პაციენტის მიღებაზე აისახება, ამიტომ უწყვეტობა ამ პროექტში მთავარი კრიტერიუმი იყო.
სამუშაოს მოცულობა
მსგავსი პროექტი გაქვთ?
მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ — განვიხილავთ, რა მოცულობა და ვადა სჭირდება.
დაგვიკავშირდით






