პროექტის შესახებ
ნინოშვილის ქუჩაზე ერთ შენობაში სამი მიმართულება გაიხსნა: სასტუმრო bellhop, რესტორანი BRØD და საცხობი. პროექტში სარემონტო სამუშაოების ეტაპიდან ჩავერთეთ, გახსნამდე დიდი ხნით ადრე: დავგეგმეთ და მივაწოდეთ ქსელური ინფრასტრუქტურა, საოპერაციო და სტუმრის ტელეფონები, ავაწყვეთ ვებგვერდი და ჩავრთეთ ინტერნეტ-პროვაიდერები. გახსნის შემდეგ თანამშრომლობა IT აუთსორსინგად გაგრძელდა — ზედამხედველობას ვუწევთ IT მიმართულებას, ვმართავთ ლიცენზიებსა და ციფრულ სერვისებს და ვაწარმოებთ სარეზერვო ასლებს. სასტუმროში ტექნოლოგია მაშინ მუშაობს კარგად, როცა სტუმარი მას ვერ ამჩნევს — ამიტომ ობიექტი გახსნის დღიდან უწყვეტ მხარდაჭერაზეა.
სამუშაოს მოცულობა
მსგავსი პროექტი გაქვთ?
მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ — განვიხილავთ, რა მოცულობა და ვადა სჭირდება.
დაგვიკავშირდით






