მონიტორინგის მიზანია თქვენი ბიზნესისთვის კრიტიკული სისტემების მუდმივი კონტროლი. თქვენ იცით, რომ ბიზნესი მუშაობს, ხოლო პრობლემის შემთხვევაში - წინასწარ იღებთ შეტყობინებას, სანამ ეს კრიტიკულ პრობლემად გადაიქცევა.
ITConnect გთავაზობთ Zabbix-ზე დაფუძნებულ 24/7 მონიტორინგს საქართველოს ბიზნესებისთვის: სერვერები, ქსელური მოწყობილობები, ვებსაიტები, ბექაპები, IoT სენსორები და სასტუმროს სისტემები ერთ სივრცეშია თვალყურდევნებული. პრობლემის შემთხვევაში შეტყობინებას წინასწარ იღებთ, სანამ ის გაჩერებად იქცევა. ოფისი თბილისშია, კლიენტებს მთელ ქვეყანაში ვემსახურებით; პაკეტები თვეში 12 ₾-დან იწყება.
პრობლემების გამოვლენა მანამ, სანამ ისინი კრიტიკული გახდება. მაგალითად: დისკის მოცულობის შევსება, მოდულის გათიშვა
Email, SMS, Telegram ან სატელეფონო ზარით მიიღეთ შეტყობინება პრობლემის წარმოქმნისას
სისტემების მუშაობის ისტორია, ტრენდები და ანგარიშები ინფორმირებული გადაწყვეტილებებისთვის
Zabbix Dashboard - რეალურ დროში მონიტორინგი და სტატისტიკა
ნებისმიერი კრიტიკული სისტემა ან მოწყობილობა შეიძლება მონიტორინგზე აყვანა.
მონიტორინგის ინფრასტრუქტურა - Zabbix სერვერი აკონტროლებს ყველა კრიტიკულ სისტემას
რატომ ITConnect Zabbix მონიტორინგისთვის.
ვქმნით Zabbix შაბლონებს, რომლებიც ინტერნეტში არ მოიძიება. სპეციფიკური სისტემებისა და მოწყობილობებისთვის მორგებული მონიტორინგი.
Zabbix არის სრულიად უფასო, Open Source პლატფორმა. არანაირი ლიცენზიის ხარჯი - მხოლოდ ინფრასტრუქტურა და მომსახურება.
წლების გამოცდილება Zabbix-თან მუშაობაში. რთული კონფიგურაციები, ოპტიმიზაცია და პრობლემების გადაჭრა.
სრული სპექტრი Zabbix მონიტორინგის მომსახურებისთვის.
რეალისტური სცენარი: ელექტროენერგიის გათიშვა → UPS გააქტიურება → გენერატორის ჩართვა → სისტემის აღდგენა
მონიტორინგის სერვისი თქვენს ბიზნესს ფინანსურად არ დაამძიმებს - ფასი მორგებულია თქვენს საჭიროებებზე.
დან
მოწყობილობების მიხედვით
სრული პაკეტი
ფასი დამოკიდებულია მოწყობილობების რაოდენობაზე, სენსორების ტიპებზე და რეაგირების პირობებზე. დაგვიკავშირდით და ერთად შევარჩევთ თქვენთვის ოპტიმალურ პაკეტს.
მიიღეთ ინდივიდუალური შეთავაზებავადგენთ რა სისტემებს საჭიროებს მონიტორინგი და რა შეტყობინებები გჭირდებათ
ვაყენებთ Zabbix სერვერს ან Proxy-ს თქვენს ინფრასტრუქტურაზე
ვამატებთ მოწყობილობებს, შაბლონებს და ვაკონფიგურირებთ შეტყობინებებს
სისტემა იწყებს მუშაობას და თქვენ იღებთ შეტყობინებებს საჭიროებისამებრ
Zabbix ინტეგრირდება მრავალფეროვან სისტემებთან:
ნებისმიერი კრიტიკული სისტემის ან მოწყობილობის: სერვერების, როუტერების, სვიჩების, Firewall-ის, UPS-ისა და სტორიჯის; ვებსაიტების, SSL სერტიფიკატებისა და დომენის ვადის; ბექაპების, ბაზებისა და დისკის მოცულობის; ინტერნეტისა და VPN-ის; IoT სენსორების (ტემპერატურა, ტენიანობა, წყლის გაჟონვა, დენი, კარის სენსორები) და სასტუმროს სისტემების (OPERA PMS, Micros, IPTV, საკეტები, PBX).
შეტყობინებას იღებთ ელფოსტით, Telegram-ით, SMS-ით (GSM მოდემი) ან სატელეფონო ზარით. შესაძლებელია ესკალაციის წესების მორგებაც.
Basic პაკეტი თვეში 12 ₾-დან იწყება (1–5 მოწყობილობა), Standard — 30–60 ₾ (5–20 მოწყობილობა), Premium — 60–100 ₾ (20+ მოწყობილობა). ფასი დამოკიდებულია მოწყობილობების რაოდენობაზე, სენსორების ტიპებსა და რეაგირების პირობებზე; ოპტიმალურ პაკეტს ერთად ვარჩევთ.
Zabbix სრულად უფასო, Open Source პლატფორმაა: ლიცენზიის საფასური არ არსებობს და იხდით მხოლოდ ინფრასტრუქტურასა და მომსახურებას. ჩვენ ვქმნით ინდივიდუალურ შაბლონებსაც კონკრეტული სისტემებისა და მოწყობილობებისთვის.
დიახ, არსებობს რეაგირების სერვისი: შეტყობინებაზე რეაგირება, პრობლემის დისტანციური გადაჭრა და საჭიროების შემთხვევაში IT გუნდის ადგილზე გამოგზავნა. რეაგირების პირობებს ინდივიდუალურად ვთანხმდებით.
ოთხ ეტაპად: კონსულტაცია, სადაც ვადგენთ, რა სისტემები უნდა დაიკვირვოთ; Zabbix სერვერის ან Proxy-ის განთავსება თქვენს ინფრასტრუქტურაზე; მოწყობილობების, შაბლონებისა და შეტყობინებების მორგება; და მონიტორინგის ამოქმედება.
მოგვიყევით, რა გჭირდებათ: შევაფასებთ სიტუაციას და შემოგთავაზებთ შესაბამის გადაწყვეტას.