ყველა ვაკანსია

IT ტექნიკოსი

კომპანია
ITConnect
ლოკაცია
თბილისი, ჭავჭავაძის 37მ
სამუშაო გრაფიკი
ორშ-პარ, 10:00-19:00
ბოლო ვადა
24 სექტემბერი, 2026

აღწერა

ITConnect ეძებს IT ტექნიკოსს კლიენტების ობიექტებზე სამუშაოდ — ქსელის მოწყობა, ტექნიკის მონტაჟი და ადგილზე ტექნიკური მხარდაჭერა. ხელფასი განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

მოვალეობები

  • ქსელის კაბელირება, დიაგნოსტიკა და Rack-ის მოწყობა
  • კომპიუტერული და ქსელური ტექნიკის მონტაჟი და გამართვა
  • Router, Switch და Firewall — კონფიგურაცია და მხარდაჭერა
  • სერვერული ოთახების მოწესრიგება და ტექნიკური კონტროლი
  • ვიდეოკამერების, ჩამწერებისა და სენსორების ინსტალაცია
  • საკონფერენციო სივრცეების აუდიო/ვიდეო სისტემები
  • ვიზიტები კლიენტების ობიექტებზე და Helpdesk-ში თიქეთების დამუშავება
  • ინტერნეტ-პროვაიდერებთან კოორდინაცია და კრიტიკულ შეტყობინებებზე რეაგირება

მოთხოვნები

  • განათლება IT ან ქსელური ტექნოლოგიების მიმართულებით
  • გამოცდილება IT ტექნიკოსად, ქსელის ადმინისტრატორად ან ტექნიკურ მხარდაჭერაში
  • ქსელური ინფრასტრუქტურის პრაქტიკული ცოდნა: კაბელირება, Rack, Patch Panel
  • Router, Switch და Firewall — კონფიგურაცია და დიაგნოსტიკა
  • ქართული თავისუფლად; ინგლისური ტექნიკური დოკუმენტაციისთვის
  • ვიდეომეთვალყურეობა და აუდიო/ვიდეო სისტემები — უპირატესობა

გასაუბრების ეტაპები

1

ტექნიკური გასაუბრება

2

პრაქტიკული ტესტირება

3

საბოლოო გასაუბრება

დაინტერესდი?

გამოგვიგზავნე რეზიუმე და ჩვენ დაგიკავშირდებით

რეზიუმეს გაგზავნა

განაცხადის ბოლო ვადა: 24 სექტემბერი, 2026

წარმატებებს გისურვებთ