ყველა ვაკანსია

IT მხარდაჭერის სპეციალისტი

კომპანია
ITConnect
ლოკაცია
თბილისი, ჭავჭავაძის 37M
სამუშაო გრაფიკი
5/2, 10:00-19:00
განაცხადები
მუდმივად ღიაა

აღწერა

ITConnect ეძებს IT მხარდაჭერის სპეციალისტს კლიენტების IT ინფრასტრუქტურის მხარდაჭერისთვის — ქსელები, სერვერები, CCTV და სასტუმროს IT სისტემები. აუცილებელია ქსელებისა და Windows სისტემების საფუძვლების ცოდნა.

მოვალეობები

  • ქსელური მოწყობილობების (როუტერი, სვიჩი, Firewall) კონფიგურაცია
  • ვიდეოკამერებისა და ჩამწერი სისტემების კონფიგურაცია და მონიტორინგი
  • საოფისე პროგრამების, ფოსტის, პრინტერებისა და სკანერების ინსტალაცია
  • სასტუმროს პროგრამების (Opera, Micros, Simphony, MC) მხარდაჭერა
  • სატელეფონო სადგურებისა და საკონფერენციო ოთახების ტექნიკის გამართვა
  • Helpdesk-ში ინციდენტების რეგისტრაცია და მონიტორინგის სისტემის მართვა
  • კლიენტებთან კომუნიკაცია და პროფილაქტიკური ვიზიტები

მოთხოვნები

  • ქსელების საფუძვლების ცოდნა: LAN/WAN, VLAN, DHCP/DNS, Switch/Router
  • Windows სისტემების საფუძვლების ცოდნა: Windows 10/11, Windows Server, Active Directory
  • გამოცდილება IT მხარდაჭერაში, სისტემურ ადმინისტრირებაში ან ტექნიკურ კოორდინაციაში
  • ქართული თავისუფლად; ინგლისური B2 დონეზე
  • CCTV და სასტუმროს IT სისტემები (PMS, POS, Wi-Fi) — უპირატესობა

გასაუბრების ეტაპები

1

ტექნიკური გასაუბრება

2

პრაქტიკული ტესტირება

3

საბოლოო გასაუბრება

დაინტერესდი?

გამოგვიგზავნე რეზიუმე და ჩვენ დაგიკავშირდებით

რეზიუმეს გაგზავნა

განაცხადებს მუდმივად ვიღებთ

წარმატებებს გისურვებთ