IT სასტუმროებისა და ობიექტებისთვის მთაში
გუდაურში 2019 წელს სასტუმროს გახსნის მომზადებაში საკონსულტაციო როლით ჩავერთეთ და თანამშრომლობა დღემდე გრძელდება. ფასანაურში სასტუმროს გახსნაში საპროექტო ეტაპიდან ვმონაწილეობთ. ორივე შემთხვევაში IT საკითხებს დასაწყისიდან ვგეგმავთ, რომ ობიექტი გახსნისას მზად დახვდეს სტუმარს.
რომელი სერვისები გვაქვს რეგიონში
სერვისების სრული აღწერა თითოეულ გვერდზეა:
სასტუმროების IT
გახსნის მომზადება, საოპერაციო სისტემები და მუდმივი IT მხარდაჭერა.
ქსელური ინფრასტრუქტურა
კაბელირება, Wi-Fi, კონფიგურაცია და სუსტი დენების სისტემები.
მონტაჟი და ინსტალაცია
ქსელის, აღჭურვილობისა და სისტემების მონტაჟი ობიექტზე.
IT აუთსორსინგი
ყოველდღიური მხარდაჭერა, Helpdesk, ქსელისა და სისტემების ადმინისტრირება.
მონიტორინგი
მოწყობილობებსა და სერვისებზე თვალყურის დევნება, სანამ პრობლემა თქვენამდე მოაღწევს.
ვიდეოთვალთვალი
სამეთვალყურეო კამერების არჩევა, მონტაჟი და გამართვა.
ჩვენი პროექტები მცხეთა-მთიანეთში
რეგიონში რეალური ობიექტები, რომლებზეც ვმუშაობთ:
როგორ მუშაობს მხარდაჭერა
დისტანციური მხარდაჭერა
ყოველდღიური საკითხების გადაჭრა შესაძლებელია დისტანციურად: მოთხოვნას Helpdesk პორტალში აფიქსირებთ და სტატუსს იქვე ადევნებთ თვალს.
ადგილზე გამოცხადება
მონტაჟის, ტექნიკის დათვალიერებისა და გახსნის ეტაპზე სპეციალისტი ობიექტზე მოდის. ჩვენი ოფისი თბილისშია; ვიზიტის ფორმატს თქვენთან ვათანხმებთ.
მონიტორინგი
მოწყობილობებზე თვალყურს ვადევნებთ, რომ საკითხი მომხმარებლამდე გამოვლინდეს.
ხშირად დასმული კითხვები
მუშაობთ თუ არა გუდაურსა და ფასანაურში?
დიახ. გუდაურში სასტუმროს IT მენეჯმენტს 2019 წლიდან ვუწევთ, ფასანაურში სასტუმროს გახსნის პროექტში ვმონაწილეობთ. დეტალები პროექტების გვერდებზეა.
როგორ ხდება მხარდაჭერა, თუ ჩვენი ობიექტი თბილისს გარეთაა?
ყოველდღიური საკითხების უმეტესობა დისტანციურად იგვარება Helpdesk პორტალისა და მონიტორინგის მეშვეობით. როცა ობიექტზე ყოფნაა საჭირო, ვიზიტს თქვენთან ვაწყობთ.
შეგიძლიათ თუ არა ახალი სასტუმროს გახსნის IT მომზადება?
დიახ. pre-opening ეტაპი ჩვენი მთავარი მიმართულებაა: IT შესყიდვები, მიწოდება, ინსტალაციისა და კონფიგურაციის დაგეგმვა, საოპერაციო პროგრამების დანერგვა. იხილეთ გუდაურისა და ფასანაურის პროექტები.
სად მდებარეობს თქვენი ოფისი?
ილია ჭავჭავაძის გამზირი 37მ, Terminal Tower, თბილისი. ტელეფონი: +995 32 2 44 11 11, ელფოსტა: info@itconnect.ge.
როგორ დავიწყო თანამშრომლობა?
დაგვიკავშირდით ტელეფონით ან ელფოსტით. პირველ შეხვედრაზე გავეცნობით თქვენს ობიექტსა და საჭიროებებს, შემდეგ კი მოგამზადებთ შეთავაზებას.