IT კახეთის სასტუმროებისა და რეზორტებისთვის
კახეთში ორ ობიექტზე გვიმუშავია: რეზორტისთვის ქსელური მოწყობილობები და სატელეფონო სადგური მოვამარაგეთ, სასტუმროს IT დეპარტამენტს კი სერვერებისა და ქსელის გამართვაში და ლაივში გასვლაში დავეხმარეთ. გახსნის შემდეგაც შეგვიძლია, თქვენს IT მხარდაჭერად დავრჩეთ.
რომელი სერვისები გვაქვს რეგიონში
სერვისების სრული აღწერა თითოეულ გვერდზეა:
სასტუმროების IT
გახსნის მომზადება, საოპერაციო სისტემები და მუდმივი IT მხარდაჭერა.
ქსელური ინფრასტრუქტურა
კაბელირება, Wi-Fi, კონფიგურაცია და სუსტი დენების სისტემები.
სერვერული ინფრასტრუქტურა
სერვერების მიწოდება, გამართვა და ბექაპები.
მონტაჟი და ინსტალაცია
ქსელის, აღჭურვილობისა და სისტემების მონტაჟი ობიექტზე.
IT აუთსორსინგი
ყოველდღიური მხარდაჭერა, Helpdesk, ქსელისა და სისტემების ადმინისტრირება.
მონიტორინგი
მოწყობილობებსა და სერვისებზე თვალყურის დევნება, სანამ პრობლემა თქვენამდე მოაღწევს.
ჩვენი პროექტები კახეთში
რეგიონში რეალური ობიექტები, რომლებზეც ვმუშაობდით:
როგორ მუშაობს მხარდაჭერა
დისტანციური მხარდაჭერა
ყოველდღიური საკითხების გადაჭრა შესაძლებელია დისტანციურად: მოთხოვნას Helpdesk პორტალში აფიქსირებთ და სტატუსს იქვე ადევნებთ თვალს.
ადგილზე გამოცხადება
მონტაჟის, ტექნიკის დათვალიერებისა და გახსნის ეტაპზე სპეციალისტი ობიექტზე მოდის. ჩვენი ოფისი თბილისშია; ვიზიტის ფორმატს თქვენთან ვათანხმებთ.
მონიტორინგი
მოწყობილობებზე თვალყურს ვადევნებთ, რომ საკითხი მომხმარებლამდე გამოვლინდეს.
ხშირად დასმული კითხვები
მუშაობთ თუ არა კახეთში?
დიახ. კახეთში გვიმუშავია რეზორტისა და სასტუმროს გახსნის მიმართულებით. დეტალები პროექტების გვერდებზეა.
როგორ ხდება მხარდაჭერა, თუ ჩვენი ობიექტი თბილისს გარეთაა?
ყოველდღიური საკითხების უმეტესობა დისტანციურად იგვარება Helpdesk პორტალისა და მონიტორინგის მეშვეობით. როცა ობიექტზე ყოფნაა საჭირო, ვიზიტს თქვენთან ვაწყობთ.
შეგიძლიათ თუ არა რეზორტის ან სასტუმროს გახსნის IT მომზადება?
დიახ. pre-opening ეტაპზე ვმუშაობთ სერვერებზე, ქსელურ ინფრასტრუქტურაზე, სატელეფონო სადგურზე, საოპერაციო პროგრამებზე და სხვა სისტემებზე. იხილეთ ალავერდისა და ბოდბეს პროექტები.
სად მდებარეობს თქვენი ოფისი?
ილია ჭავჭავაძის გამზირი 37მ, Terminal Tower, თბილისი. ტელეფონი: +995 32 2 44 11 11, ელფოსტა: info@itconnect.ge.
როგორ დავიწყო თანამშრომლობა?
დაგვიკავშირდით ტელეფონით ან ელფოსტით. პირველ შეხვედრაზე გავეცნობით თქვენს ობიექტსა და საჭიროებებს, შემდეგ კი მოგამზადებთ შეთავაზებას.