მთავარი გვერდი

IT აუთსორსინგი

გთავაზობთ IT აუთსორსინგის სრულ მომსახურებას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის: ქსელისა და სისტემების მხარდაჭერა, საოპერაციო პროცესების გაუმჯობესება და IT პროექტების მართვა.

ITConnect გთავაზობთ IT აუთსორსინგს საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესს: თანამშრომლების ტექნიკურ მხარდაჭერას, ქსელისა და სერვერების ადმინისტრირებას, ბექაპებს, უსაფრთხოებასა და სამუშაო სადგურების მომსახურებას. ჩვენი ოფისი თბილისშია და კლიენტებს მთელ ქვეყანაში ვემსახურებით. პაკეტები იწყება თვეში 1000 ₾-დან და მორგებულია თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე.

რატომ IT აუთსორსინგი?

IT აუთსორსინგი საშუალებას გაძლევთ ფოკუსირება მოახდინოთ თქვენს ძირითად ბიზნესზე, ხოლო IT ინფრასტრუქტურის მართვა და მხარდაჭერა ჩვენს პროფესიონალ გუნდს მიანდოთ.

ხარჯების ოპტიმიზაცია

არ გჭირდებათ სრულ განაკვეთზე IT სპეციალისტის დაქირავება. იხდით მხოლოდ იმას, რაც რეალურად გჭირდებათ.

ექსპერტთა გუნდი

გაქვთ წვდომა სხვადასხვა სპეციალიზაციის მქონე ექსპერტებზე - ქსელი, სერვერები, უსაფრთხოება და სხვა.

პროაქტიული მიდგომა

პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა სანამ ისინი კრიტიკული გახდება. მუდმივი მონიტორინგი და პრევენცია.

რას გთავაზობთ

სრული IT მხარდაჭერა თქვენი ორგანიზაციისთვის.

Helpdesk მხარდაჭერა

  • თანამშრომლების ტექნიკური დახმარება
  • პრობლემების დისტანციური გადაჭრა
  • ტიკეტების სისტემა და თრექინგი
  • სამუშაო დღეებში მხარდაჭერა

ინფრასტრუქტურის მართვა

  • ქსელის ადმინისტრირება
  • სერვერების მართვა
  • ბექაპები და აღდგენა
  • აქტიური დირექტორია (AD)

უსაფრთხოება

  • ანტივირუსული დაცვა
  • Firewall-ის მართვა
  • წვდომების კონტროლი
  • უსაფრთხოების აუდიტი

სამუშაო სადგურები

  • კომპიუტერების მომზადება
  • პროგრამების ინსტალაცია
  • პრინტერების მართვა
  • აღჭურვილობის აღრიცხვა

როგორ მუშაობს

მარტივი და გამჭვირვალე პროცესი.

1

პირველადი შეხვედრა

ვსწავლობთ თქვენს ბიზნესს, IT ინფრასტრუქტურას და საჭიროებებს

2

აუდიტი და შეფასება

ვაფასებთ არსებულ მდგომარეობას და ვადგენთ რეკომენდაციებს

3

შეთავაზება

ვამზადებთ ინდივიდუალურ შეთავაზებას თქვენს საჭიროებებზე მორგებულს

4

მომსახურების დაწყება

ვიწყებთ მხარდაჭერას და ვხდებით თქვენი IT პარტნიორი

კლიენტის პორტალი

ჩვენი Helpdesk სისტემა საშუალებას გაძლევთ სრულად აკონტროლოთ IT მომსახურების პროცესი:

  • იხილეთ შემოსული და მიმდინარე დავალებები
  • თვალყური ადევნეთ სამუშაოების შესრულების ვადებს
  • მიიღეთ დეტალური რეპორტები და ისტორია
  • ჩვენი ინიციატივით შესრულებული სამუშაოების ჩანაწერები

ხშირად დასმული კითხვები

რას მოიცავს IT აუთსორსინგი?

მოიცავს თანამშრომლების ტექნიკურ მხარდაჭერას (Helpdesk), ქსელისა და სერვერების ადმინისტრირებას, ბექაპებსა და აღდგენას, აქტიურ დირექტორიას, ანტივირუსულ დაცვას, Firewall-ის მართვას, წვდომების კონტროლს, კომპიუტერებისა და პრინტერების მომსახურებას და აღჭურვილობის აღრიცხვას.

რა ღირს IT აუთსორსინგი?

Starter პაკეტი იწყება თვეში 1000 ₾-დან და განკუთვნილია 1–10 თანამშრომლიანი ოფისებისთვის. Standard იწყება 2000 ₾-დან (10–50 თანამშრომელი), Premium კი 4800 ₾-დან და მოიცავს პრიორიტეტულ რეაგირებას. პაკეტს ვარჩევთ ინდივიდუალურად, შეხვედრის შემდეგ; ფასები და პირობები შეიძლება იცვლებოდეს, მათ შორის სეზონურად.

როგორ იწყება თანამშრომლობა?

ოთხ ეტაპად: პირველადი შეხვედრა, სადაც ვეცნობით თქვენს ბიზნესსა და IT ინფრასტრუქტურას; არსებული მდგომარეობის აუდიტი და რეკომენდაციები; თქვენზე მორგებული შეთავაზება; და მომსახურების დაწყება.

როგორ ვაცნობო პრობლემის შესახებ და როგორ ვაკონტროლო სამუშაოები?

ჩვენი Helpdesk პორტალით (helpdesk.itconnect.ge) ხედავთ შემოსულ და მიმდინარე დავალებებს, სამუშაოების ვადებს, რეპორტებსა და ისტორიას. პრობლემების დიდ ნაწილს დისტანციურად ვხსნით. რეაგირების პირობებს ხელშეკრულებაში ვთანხმდებით; Premium პაკეტში პრიორიტეტული რეაგირებაა.

რომელი ზომის კომპანიებს ერგება?

ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესს: Starter პაკეტი 1–10 თანამშრომლიან ოფისებს, Standard 10–50 თანამშრომლიან კომპანიებს (მათ შორის რამდენიმე ლოკაციით), Premium კი მზარდ კომპანიებს, რომლებსაც სრული IT პარტნიორი სჭირდებათ. სასტუმროებისთვის ცალკე გვაქვს IT გადაწყვეტილებები.

მუშაობთ თბილისს გარეთ?

დიახ. ჩვენი ოფისი თბილისშია, თუმცა კლიენტებს მთელ საქართველოში ვემსახურებით. მრავალ ლოკაციაზე მხარდაჭერა Standard პაკეტში შედის.

პირველი კონსულტაცია უფასოა

მზად ხართ IT აუთსორსინგისთვის?

მოგვიყევით, რა გჭირდებათ: შევაფასებთ სიტუაციას და შემოგთავაზებთ შესაბამის გადაწყვეტას.