გჭირდებათ ტექნიკური სამუშაოები? ჩვენი გუნდი მზად არის სწრაფად და პროფესიონალურად შეასრულოს ნებისმიერი სირთულის მონტაჟი.
ITConnect ასრულებს IT და სამეთვალყურეო აღჭურვილობის მონტაჟს ორგანიზაციებისთვის: ქსელური კაბელაცია, რეკები და აქტიური აღჭურვილობა, კამერები, პროექტორები, დისპლეები და აუდიო სისტემები. სერვისი გამოდგება როგორც შიდა IT გუნდის მქონე კომპანიებისთვის, ისე იმათთვის, ვისაც ერთჯერადი სამუშაო სჭირდება. ოფისი თბილისში გვაქვს და სამუშაოს ადგილზე, მთელ საქართველოში ვასრულებთ.
მონტაჟის სერვისი განკუთვნილია კომპანიებისთვის, რომლებსაც:
სრული სპექტრი ქსელური ინფრასტრუქტურის მონტაჟისა და დიაგნოსტიკის.
ნებისმიერი IT აღჭურვილობის პროფესიონალური მონტაჟი და კონფიგურაცია.
ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების მონტაჟი და დიაგნოსტიკა.
პროექტორების, დისპლეების და აუდიო სისტემების მონტაჟი.
აღწერეთ რა სამუშაოს შესრულება გჭირდებათ
განვსაზღვრავთ ფასს და დროს
ჩვენი გუნდი ადგილზე შეასრულებს სამუშაოს
მოკლე დროში მოვალთ და შევასრულებთ სამუშაოს.
წლების გამოცდილება სხვადასხვა პროექტებზე.
ყველა სამუშაოზე გაცემულია გარანტია.
ქსელურ სამუშაოებს (კაბელაცია, დაჯეკვა, ტესტირება), აღჭურვილობის მონტაჟს (რეკები, სვიჩები, როუტერები, WiFi წერტილები, Firewall-ები), კამერების მონტაჟსა და დიაგნოსტიკას, ასევე პროექტორების, დისპლეების და აუდიო სისტემების მონტაჟს.
არა. სერვისი გამოდგება როგორც შიდა IT გუნდის მქონე კომპანიებისთვის, რომლებსაც დამატებითი ტექნიკური რესურსი სჭირდებათ, ისე იმათთვის, ვისაც IT სპეციალისტი არ ჰყავს და ერთჯერადი სამუშაო აქვს.
სამი ნაბიჯით: დაგვირეკავთ და აღწერთ სამუშაოს, ჩვენ ერთად ვთანხმდებით ფასსა და დროზე, შემდეგ კი ჩვენი გუნდი სამუშაოს ადგილზე ასრულებს.
დიახ, ყველა სამუშაოზე გაიცემა გარანტია.
დიახ. ვასრულებთ კაბელების რესტრუქტურიზაციას, რეკის მოწესრიგებას, ლეიბლირებასა და დოკუმენტაციას, საჭიროების შემთხვევაში ფოტო ანგარიშითაც.
დაგვირეკეთ 032 2 44 11 11 ნომერზე ან დაგვიკავშირდით კონტაქტების გვერდიდან. სამუშაოს აღწერის შემდეგ ფასსა და ვადებს ერთად ვთანხმდებით.
მოგვიყევით, რა გჭირდებათ: შევაფასებთ სიტუაციას და შემოგთავაზებთ შესაბამის გადაწყვეტას.