აღწერა
ITConnect ეძებს Junior ვებ დეველოპერს, რომელიც ჩვენს Full Stack დეველოპერს დაექვემდებარება და მასთან ერთად იმუშავებს კლიენტების სხვადასხვა პროექტზე — ვებ საიტები, ვებ აპლიკაციები და მობილური აპლიკაციები.
პოზიცია მათთვისაა, ვისაც საფუძვლები უკვე აქვს და ნამდვილ პროექტებზე სწავლა სურს. კოდს რეგულარულად გადაგიხედავენ და დამოუკიდებლობას თანდათან მიიღებ.
მოვალეობები
- ვებ საიტებისა და ვებ აპლიკაციების ინტერფეისების აწყობა
- Full Stack დეველოპერის დასახული ამოცანების შესრულება და კოდის რევიუზე გატანა
- არსებული პროექტების მხარდაჭერა, ხარვეზების გასწორება და გაუმჯობესება
- REST API-ებთან ინტეგრაცია
- AI ხელსაწყოების გამოყენება კოდის წერისა და ტესტირების პროცესში
- დავალებებისა და შესრულებული სამუშაოს დოკუმენტირება
მოთხოვნები
- HTML, CSS და JavaScript-ის საფუძვლიანი ცოდნა
- React ან Next.js-ის საბაზისო გამოცდილება — სასწავლო პროექტიც ჩაითვლება
- Git-თან მუშაობის ცოდნა
- REST API-ების მუშაობის პრინციპის გაგება
- მონაცემთა ბაზების საბაზისო ცოდნა (MySQL ან PostgreSQL)
- ინგლისური ტექნიკური დოკუმენტაციის წასაკითხად
- პორტფოლიო ან GitHub პროფილი — თუნდაც სასწავლო პროექტებით
უპირატესობა
- TypeScript
- React Native
- Backend: Node.js, PHP (Laravel) ან Python
- Tailwind CSS და Figma
რას მიიღებ
- Full Stack დეველოპერის მენტორობა და რეგულარული code review
- კლიენტების მრავალფეროვანი პროექტები, არა ერთი პროდუქტი
- AI ხელსაწყოების ლიცენზიები (Claude Pro, GitHub Copilot)
- ოფისი Terminal Tower-ში, ჭავჭავაძის 37მ-ზე
დაინტერესდი?
გამოგვიგზავნე რეზიუმე და ჩვენ დაგიკავშირდებით
რეზიუმეს გაგზავნა
განაცხადის ბოლო ვადა: 1 ნოემბერი, 2026
წარმატებებს გისურვებთ