მთავარი გვერდი

ჩვენ შესახებ

ხარისხიანი IT მომსახურება და მეგობრული ურთიერთობები 2019 წლიდან

ჩვენი ისტორია

ITConnect დაარსდა 2019 წელს. კომპანიის დამფუძნებელი, დიმიტრი ქაცარავა, წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ციფრულ ინდუსტრიაში და მუდმივად ეხმარებოდა სხვადასხვა ბიზნესებს როგორც კონსულტაციით, ისე IT მხარდაჭერით.

თავიდანვე აქტიურად მივიღეთ მონაწილეობა მსხვილი პროექტების განხორციელებაში, მათ შორის უმსხვილესი სასტუმროების გახსნასა და მათი IT ინფრასტრუქტურის სრულ გამართვაში.

დროთა განმავლობაში გახდა საჭიროება, რომ ეს გამოცდილება IT აუთსორსინგის ჭრილში მოგვეცვა და დავიწყეთ უფრო აქტიურად IT მომსახურების გაწევა იმ კომპანიებისთვის, ვინც გვიკავშირდებოდა და დახმარებას გვთხოვდა.

2019 - 2023

კომპანიის დაარსება, ჩართულობა მსხვილ პროექტებში, სასტუმროების გახსნა და IT ინფრასტრუქტურის გამართვა

2024 - დღემდე

IT აუთსორსინგის აქტიური მუშაობის დაწყება, სერვისების განვითარება, გუნდის გაფართოება

ჩვენი მიდგომა

ახალი კლიენტები დღემდე მოდიან ჩვენთან ერთმანეთის რეკომენდაციებით და ასე იზრდება ჩვენი ბიზნესი. ჩვენ არ ვართ ორიენტირებული რეკლამაზე და სწრაფ ზრდაზე — ეტაპებად მივყვებით და ვავითარებთ სერვისებს ახალი მოთხოვნების მიხედვით.

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ კომპანიის ზრდა არ მოხდეს ხარისხის ხარჯზე. მუდმივად გვინდა შევინარჩუნოთ ის ხარისხი და ნდობა, რაც წლების განმავლობაში მოვიპოვეთ ჩვენი პარტნიორი კომპანიებისგან.

ჩვენთვის კლიენტი არ არსებობს — ჩვენთვის არსებობენ პარტნიორები, ვისაც ვეხმარებით განვითარებაში და შესაბამისად ჩვენც ვვითარდებით.

— დიმიტრი ქაცარავა, დამფუძნებელი

ჩვენი გუნდი

ჩვენ ვზრდით ჩვენი გუნდის წევრებს და ვაძლევთ განვითარების შესაძლებლობებს. ჩვენი თანამშრომლები დღეს არიან წამყვან კომპანიებში წარმატებული კარიერით — ჩვენ ხელს ვუწყობთ მათ განვითარებაში და საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენებაში.

გუნდში მთავარია ადამიანური მიდგომა, ყურადღებიანობა და პროფესიონალიზმი. ყოველი წევრი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს და პარტნიორებთან ურთიერთობას.

ჩვენი ღირებულებები

ხარისხი

ხარისხიანი მომსახურება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ არ ვაკეთებთ კომპრომისს ხარისხზე ზრდის ხარჯზე.

მეგობრული ურთიერთობები

გვინდა ბედნიერი მუშაობა და ისეთი საქმის კეთება, რაც ჩვენც გვეამაყება. პარტნიორებთან ურთიერთობა ჩვენთვის უფრო მეტია ვიდრე ბიზნესი.

ნდობა

წლების განმავლობაში მოპოვებული ნდობა ჩვენი ყველაზე ძვირფასი აქტივია. ყოველი ახალი პარტნიორი რეკომენდაციით მოდის.

კომუნიკაცია

ჩვენი გუნდის წევრები არიან გამოცდილი სპეციალისტები, რომლებშიც მთავარი ღირებულებაა კომუნიკაცია და ადამიანური, ყურადღებიანი მიდგომა.

გახდით ჩვენი პარტნიორი

დაგვიკავშირდით და ერთად ვიზრუნოთ თქვენი IT ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობაზე

დაგვიკავშირდით